დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისი ბანკის ჯგუფი ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს

თიბისი ბანკის ჯგუფი ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს

17-02-2025 08:00:00

თიბისი ბანკის ჯგუფი TBC BANK GROUP PLC 2024 წლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, ჯგუფმა როგორც საქართველოს, ასევე უზბეკეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. 

2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9.5%-ს გაუტოლდა. აღნიშნულის პარალელურად, 2025 წელს ისეთი ორგანიზაციები როგორიცა მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და Fitch 5.3% - 6.0% -მდე ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ. TBC Capital ელის რომ დასახელებულ წელს ეკონომიკა ზომიერად დაბალი მაჩვენებლით გაიზრდება ვიდრე წინა პროგნოზი - 5.5%. ინფლაცია კი კვლავაც სებ-ის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია.

ანგარიშის თანახმად, TBC-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 1.7 მლნ-ს უტოლდება. ამასთან, ახალრეგისტიტებული ბიზნესების 68% TBC ბანკს ირჩევს. 

2024 წელს TBC-ის სესხების მოცულობა 15%-ით, ხოლო დეპოზიტები 10%-ით გაიზარდა. 

ამასთან, გასულ წელს საცალო სესხების ზრდა განპირობებული იყო სწრაფ სამომხმარებლო სესხებზე ფოკუსირებით, რომელმაც წლის ჭრილში 50%-იანი ზრდა აჩვენა, რაც თავის მხრივ განპირობებული იყო გაყიდვების გაუმჯობესებული პროცესებით და გაზრდილი დიგიტალიზაციით.

2024 წელს უზბეკეთის ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა. საერთაშორისო ორგანიზაციები 2025 წელს 5.7% - 6.2% ეკონომიკურ ზრდას მოელიან, რასაც ჯგუფის მოლოდინიც შეესაბამება. დეკემბრის მონაცემებით ინფლაცია 9.8%-ზე ნარჩუნდება. თიბისი უზბეკეთის ეკოსისტემამ გადააჭარბა 18 მილიონ უნიკალურ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რაც წარმოადგენს უზბეკეთის მოსახლეობის თითქმის 50%-ს.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები