მომხმარებელს ვთავაზობთ ტექსტილს ინტერიერში და აქსესუარებს. ახლახან დავამატეთ ავეჯის ხაზი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „ტესსუტოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა თამარ მალაყმაძემ განუცხადა.
„გვაქვს პრემიუმ ხაზის ტექსტილი, ინტერიერში საჭირო ექსკლუზიური პროდუქტები, რომელიც იმპორტირებულია და ევროპიდან და თურქეთიდან ჩამოგვაქვს.გვაქვს სანათების კოლქცია.
ასევე ვაწარმოებთ ფარდებს, ავეჯის კონვერტებსა და დეკორატიულ ბალიშებს ვაწარმოებთ. ახლახან დავამატეთ ავეჯის ხაზიც. შემოგვაქვს არასრულად აწყობილი ავეჯი და ადგილზე ვახდენთ აწყობას. ტესსუტო INCLASS-ის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში“, - განაცხადა თამარ მალაყმაძემ.
მისი თქმით, „ტესსუტოს“ გაყიდვები წლიდან-წლამდე იზრდება და კომპანია ვითარდება.
„2024 წელსაც ჩვენი კომპანიის გაყიდვები მზარდია. უფრო მაღალი მოლოდინი გვაქვს 2025 წლისთვის. ჩვენი პორტფელი საკმაოდ მრავალფეროვანია. მომხმარებელს შეგვიძლია შევთავაზოთ აქსესუარები, ტექსტილი, ავეჯი თუმცა ყველაზე მაღალი მოთხოვნაა კომპეტენციაზე და კვალიფიციურ კონსულტაციაზე“, - ამბობს მეწარმე.
„ტესსუტო“ აქტიურია საცალო და კორპორაციულ ბაზარზე, დაკვეთები 50/50-ზეა.
„გვაქვს შოურუმი, რომელიც თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. პროდუქციას ვყიდით დისტანციურადაც, ვიყენებთ სოციალურ არხებს. ვემსახურებით სასტუმროებს, ჰორეკა სექტორს. ახლახან შევასრულეთ სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ დაკვეთაც , - ამბობს მეწარმე.
კომპანია ბაზარზე 7 წელია ოპერირებს.
უახლესი