ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla ბერლინის მახლობლად მდებარე ქარხანაში 25 ათასი ევროს ღირებულების მანქანის შექმნას გეგმავს.
ამის შესახებ Reuters ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, ეს სიახლე Tesla-სთვის დიდი ხნის ნანატრი მოვლენაა, რომელიც მიზნად ისახავს მისი მანქანების მასობრივ გამოყენებას.
Reuters-ის წყარომ, რომელიც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, არ დააკონკრეტა როდის დაიწყება Tesla-ს ბიუჯეტური წარმოება.
3 ნოემბერს Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ეწვია Grünheide-ს ქარხანას და მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის.
ამავე შეხვედრაზე მან თანამშრომლებს აცნობა 25000 ევროს ღირებულების მანქანის წარმოების გეგმების შესახებ, - თქვა ინფორმირებულმა წყარომ.
Tesla-ს გერმანული ქარხანა ამჟამად აწარმოებს Model Y-ს, რომელიც ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ელექტრო მანქანაა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა