დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ტენეს“ პლასტმასის ჭიქების კოლექტორი ბიზნესისთვის ხელმისაწვდომია

„ტენეს“ პლასტმასის ჭიქების კოლექტორი ბიზნესისთვის ხელმისაწვდომია

19-04-2023 09:18:31

პლასტმასის ჭიქების კოლექტორი ახალი მოწყობილობაა, რომელიც ძირითადად ბიზნესისთვის საოჯახო მეურნეობებისთვის და ორგანიზაციებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც იყენებენ წყლის დისპენსერს და აქტიურად ყრიან პლასტმასის ჭიქებს ნაგავში.

როგორც „ტენეს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ბექა ონიანი Business Insider Georgia- თან ამბობს, ახალი აპარატის გამოყენებით ნებისმიერი კომპანია მარტივად შეძლებს ჭიქების შეგროვებას და პლასტმასის რაოდენობის დათვლასაც.

„აპარატში ძალიან კომპაქტურად თავსდება ჭიქები და მცირე ადგილს იკავებს. ამით დიდი პრობლემის მოგვარება შეიძლება, ვინაიდან რეალურად პლასტმასის ჭიქა ძალიან აბინძურებს გარემოს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ძალიან პოპულარულია წყლის დისპანსერები, ხოლო სამუშაო სივრცეები მომრავლდა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი პრევენციული მოწყობილობა, რომელშიც მოხდება ამ ჭიქების შეგროვება და შემდეგში მათი სეპარაცია მეორადი გადამუშავების მიზნით. რაც მთავარია, სიახლის მიმართ ბიზნესი ინტერესს იჩენს, პირველი შეკვეთებიც მივიღეთ", - ამბობს ბექა ონიანი.

როგორც „ტენეს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი განმარტავს, თითო აპარატში დაახლოებით 150 ჭიქა ეტევა. ეს არის ერთგვარი თანამედროვე და მოსახერხებელი ნაგვის ურნა, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია და შეკვეთით მზადდება.

პლასტმასის ჭიქების კოლექტორის ღირებულება დაახლოებით 150 ლარამდეა. დღის განმავლობაში მილიონობით ჭიქა ხვდება ნაგავსაყრელზე, „ტენეს“ ახალი პროდუქტი ამ პრობლემას ძალიან მარტივად აგვარებს.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მას აქვს გლობალური პოტენციალი, რადგან პლასტმასის ჭიქები საქართველოსთვის, როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, ნამდვილად დიდი პრობლემაა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები