დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ტენემ“ ბრენდ „ნიკო ნიკოს“ სკუტერი წარმოადგინა

„ტენემ“ ბრენდ „ნიკო ნიკოს“ სკუტერი წარმოადგინა

21-05-2024 19:00:00

კომპანია „ტენემ“ ექსპო ჯორჯიაში „ევროპის დღეზე“ ბრენდ „ნიკო ნიკოს“ ელექტროსკუტერი წარმოადგინა.

როგორც კომპანიაში Business Insider Georgia-ს განუცხადეს, ელექტროსკუტერის ქართული ბრენდი,რომელიც ჩინურთან კოლაბორაციაში შეიქმნა გაყიდვაში მალე ჩაეშვება. 

კომპანიამ ამ დროისთვის ჩინეთიდან ჩამოიყვანა ელექტროსკუტერების ის მოდელები, რომელიც შოუ რუმისთვისაა და განკუთვნილი. 

„ელექტროსკუტერებს პირველ ეტაპზე ჩამოვიყვანთ ჩინეთიდან და სამომავლოდ ვაპირებთ, რომ წარმოება ადგილზე 2025 წლიდან დავიწყოთ. საქართველოში ყველა კომპონენტი ვერ დამზადდება და შესაბამისად განხორციელდება ნაწილის იმპორტი“, - ამბობს კომპანია „ტენეს“ დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი.

მისი თქმით „ნიკო ნიკოს“ ელექტროსკუტერების კონკურენტული უპირატესობა ის იქნება, რომ შესაძლებელია 200 კილომეტრის დაფარვა და არ სჭირდება მართვის მოწმობა.

სკუტერის სავარაუდო ფასი 3900 ლარია. „ტენე“ გეგმავს უფრო დაბალი გამავლობის სკუტერების შემოყვანას, რომლის ფასიც უფრო დაბალი იქნება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები