სულ ახლახან კომპანია ,,ტენე“ საერთაშორისო ფესტივალის Ad Black Sea 2023-ის კონკურსის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში, როგორც ყველაზე კრეატიული ვიდეო-რგოლი.
აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Gerogia-თან „ტენეს" მარკეტინგის ხელმძღვანელმა ბექა ონიანმა განაცხადა.
„ჩვენმა კამპანიამ, რომელიც წამოვიწყეთ პლასტმასასთან ბრძოლის წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა ამ კუთხით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა. ჩვენი გზავნილი იყო, რომ მიგვეჩვია მოქალაქეები, მათთვის მოგვეწოდა კიდევ ერთხელ, რომ რომ პლასტმასა არ გადაიყაროს და ნარჩენი არ უნდა მოხვდეს ნაგავსაყრელზე. როგორც ჯართის მანქანა მოძრაობს ქალაქის სხვადასხვა უბანში და იბარებს ჯართს, სწორედ ამ ფორმით გადავწყვიტეთ მისი ჩანაცვლება პლასტმასის ჩამბარებელი ელექტრომობილით, რომელიც არ გამოყოფდა გამონაბოლქვს და არ აბინძურებდა გარემოს.
დავასტიკერეთ ავტომობილი, დავარქვით სახელი ,,ტენე“ (ტენეს მანქანა), ჩამოვიარეთ თბილისის ქუჩებში, ვინც ვერ მოდიოდა ხალხი, ჩვენ მივდიოდით ყველასთან და ვიბარებდით პლასტმასას. შესაბამისად, ამაზე გადავიღეთ მოკლე ვიდეო-რგოლი, რამაც ყველაზე კრეატიული კამპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა“, - აღნიშნა ბექა ონიანმა. ვიდეო-რგოლი ,,ტენეს“ და კომპანია ,,ლივინგსტონის“ ერთობლივი თანამშრომლობით მომზადდა.
შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს, ბათუმის საზაფხულო თეატრში, კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea 2023-ის დახურვის ცერემონიალი და დაჯილდოება გაიმართა. კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს 14 კატეგორიაში (მათ შორის: ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია) ეჯიბრებოდნენ.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია