TEMU-ს პლატფორმიდან საქართველოში ამანათების გამოწერას მზარდი მაჩვენებელი აქვს. როგორც Business Insider Georgia-თან Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა ქეთევან შანიძემ განაცხადა, დღეს TEMU საკმაოდ პოპულარულია კომპანიის მომხმარებლებს შორის.
„რეალურად ამერიკაც და ჩინეთიც ჩვენს მაგალითზე ამანათების ტრანსპორტირების მაჩვენებელი მზარდია, მაგრამ TEMU-ს დამატებამ და ამ პლატფორმის ჩვენს ბაზარზე შემოსვლამ გარკვეული გავლენა ცხადია მოახდინა“, - აღნიშნა ქეთევან შანიძემ.
TEMU არის Pinduoduo Inc.-ის ონლაინ სავაჭრო პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს დაბალ ფასებში პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს და მიწოდებას ახდენს ჩინეთიდან ამერიკის და ევროპის მისამართებზე. TEMU-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი, ტანსაცმელი, ტექნიკა, სახლის აქსესუარები, შინაური ცხოველების ნივთები და სხვა.
როგორც Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერი განმარტავს, კომპანიის ამერიკიდან შეკვეთების 20%-ი სწორედ TEMU-ზე შეძენილი ამანათებია.
„TEMU-ს მთავარი ბაზარი მაინც არის ამერიკა და პროდუქციას TEMU გზავნის აშშ-ში, საბერძნეთში, ინგლისში და სხვა“,- განმარტავს ქეთევან შანიძე.
ირკვევა, რომ 2024 წლის მიმდინარე პერიოდისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, Kiwi Post-ის მეშვეობით გამოწერების რაოდენობა 30-40%-ითაა გაზრდილი.
შეგახსენებთ, რომ Kiwi Post-ი ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან საქართველოში. ასევე, გთავაზობთ საქართველოდან ინგლისში ამანათების გაგზავნის სერვისს. საუკეთესო ტარიფებით და ტრანსპორტირების უმოკლესი ვადებით, ონლაინ შოპინგი Kiwi Post-თან უფრო სწრაფი, მარტივი და უსაფრთხოა.
უახლესი