დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტექნოლოგიური პლატფორმები, რომლებიც მარკეტინგული მიზნების მიღწევას გაგიადვილებთ

ტექნოლოგიური პლატფორმები, რომლებიც მარკეტინგული მიზნების მიღწევას გაგიადვილებთ

20-04-2024 14:04:00

ბიზნესის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომხმარებლებთან კომუნიკაცია და სწორი მარკეტინგული კამპანიის გატარება. ეს მოცემულობა თითქმის ყველა მეწარმესა თუ სტარტაპერს კარგად ესმის, მაგრამ ხშირად სამიზნე აუდიტორიის სწორად განსაზღვრის გარეშე საუკეთესოდ დაგეგმილი კამპანიაც კი ვერ იღებს სასურველ შედეგს.

უშუალოდ სათქმელზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ სად, როგორ და ვის ვეუბნებით მას, ამიტომ ჩვენი აქტივობების ეფექტიანობის გასაზრდელად აუცილებელია მარკეტინგული ხელსაწყოებით სარგებლობა და რესურსების სწორად გამოყენება.

საქართველოს ბანკის და Mastercard-ის ბიზნეს მომხმარებლებს აქვთ საშუალება, ბაზარზე წარმოდგენილი საუკეთესო მარკეტინგული ხელსაწყოებით სპეციალური პირობებით ისარგებლონ და ამით ბიზნესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაზარდონ.

სპეციალური პირობები Mastercard-ის შეთავაზებების კატეგორიაშიწარმოდგენილ ათობით სერვისზე ვრცელდება, დღეს კი მათ შესახებ მოგიყვებით, რომელთა დახმარებით თქვენი მარკეტინგი განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.

Google Ads by MeDigit

ინტერნეტში განხორციელებული ძიების 90% Google-ის საძიებო პლატფორმაზე მოდის, რაც მას მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან მარკეტინგულ ხელსაწყოდ აქცევს, რომლის ეფექტიანად ათვისება ნებისმიერი ბიზნესისთვის სარგებლის მომტანია. Google Ads-ის გამოყენებისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია პარამეტრების სწორად შერჩევა, გეგმის შედგენა და კამპანიის ეფექტიანად მართვა, რათა თქვენი რეკლამა Google-ის საძიებო სისტემაში მილიონ სხვა შეთავაზებას შორის არ ჩაიკარგოს. სწორედ ამ მიზნით MeDigit-მა Google Ads-ის მართვის სერვისი შექმნა, რომელიც თქვენთვის მარკეტინგული მენეჯერის როლს შეასრულებს, ამ სერვისის შეძენა კი Mastercard-ის ბიზნეს ბარათით თითქმის 300-დოლარიანი შეღავათითაა შესაძლებელი.       

Pixlr

ციფრული მარკეტინგი ვიზუალური ფოტო და ვიდეო მასალის გარეშე რთულად წარმოსადგენია. ხშირად მარკეტინგული კამპანიის წარმატებას მისი ვიზუალური მხარე განსაზღვრავს, რომლის შექმნა სპეციფიკურ ხელსაწყოებს საჭიროებს.

Pixlr Premium-ის პლატფორმა მომხმარებლებს ფოტომასალის რედაქტირების, დამუშავების და გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. მისი დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი ბანერების, პოსტების, სთორების და სხვა სახის კონტენტის მომზადება, რომელიც ბიზნესს სოციალურ მედიასა და ციფრულ არხებში თავის წარმოსაჩენად სჭირდება. პლატფორმა აღჭურვილია AI-ასისტენტით და ის სიმარტივეზეა ორიენტირებული, განსხვავებით Adobe Photoshop-ისა, რომელიც სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს.

საქართველოს ბანკის და Mastercard-ის ბიზნეს ბარათით Pixlr Premium-ზე 25%-იანი ფასდაკლების მიღებაა შესაძლებელი.

HubSpot

Pixlr-ის და Google Ads-ის პლატფორმების დახმარებით მარკეტინგული კონტენტიც შექმენით და მისი ინტერნეტში გაშვებაც მოახერხეთ, მაგრამ ახლა ყველაზე რთული ეტაპის ჯერია, რაც მომხმარებლების მოზიდვას და მათ მომსახურებას მოიცავს. თუკი მომხმარებელი თქვენი პროდუქტის ან სერვისის შეძენას მარტივად ვერ ახერხებს, გამოდის, რომ გაღებულ რესურსს თქვენი ბიზნესისთვის შემოსავალი არ მოაქვს, ეს კი არცერთი კომერციული ორგანიზაციის მიზანი არ არის.

მომხმარებლის ყურადღების რეალურ შედეგად გარდაქმნაში HubSpot-ის პლატფორმა დაგვეხმარება, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტის, სოციალური მედიის მართვის, კონტენტის მენეჯმენტის, ანალიტიკის, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის და ვებჰოსტინგის სერვისებს გვთავაზობს.

HubSpot-ს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები უკვე 17 წელიწადია იყენებენ, მისი სერვისის შეძენა კი Mastercard-ის ბიზნეს ბარათით 20%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი.

Customer.io

წარმატებულ პროდუქტს თავად მომხმარებელი ქმნის. ხშირად ყველაზე ღირებულ რჩევებს სწორედ მომხმარებლები გასცემენ, მათი გათვალისწინება კი ბიზნესს მხოლოდ განავითარებს, ამიტომ მომხმარებლის მოსმენა აუცილებელია. საკომუნიკაციოდ მომხმარებლები სხვადასხვა არხებს ირჩევენ, ამიტომ ბიზნესისთვის აუცილებელია, რომ ის ყველა საჭირო არხში იყოს წარმოდგენილი და გონივრულ ვადებში, ღირსეულ პასუხებს უბრუნებდეს მომხმარებლის შეკითხვებს, რჩევებსა თუ საჩივრებს.

სწორედ ამ სერვისს გვთავაზობს Custumer.io – მულტიმედია მარკეტინგ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელთან კომუნიკაციაზე ორიენტირდება. მისი დახმარებით შესაძლებელია როგორც ტექსტუალური ფორმატით მარკეტინგული კამპანიის განხორციელება, ასევე მონაცემების დამუშავება, მომხმარებლის ქცევის გაანალიზება და მათგან მიღებული პასუხების საფუძველზე პროდუქტისა თუ სერვისი გაუმჯობესება. Mastercard-ის ბიზნეს ბარათით Customer.io-ს Startup Prgram-ით სარგებლობა სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.

როგორც უკვე მოგეხსენებათ, ზემოთ ჩამოთვლილი შეთავაზებებით სარგებლობისთვის Mastercard-ის ბიზნეს ბარათის ფლობაა აუცილებელი. თუ ბარათი ჯერ არ გაქვთ, მისი შეკვეთა კი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკშია შესაძლებელი. ცხადია, სპეციალური პირობები მხოლოდ მარკეტინგულ ხელსაწყოებზე არ ვრცელდება, შეთავაზებების კატალოგი ათობით სხვა საჭირო პროდუქტსაც აერთიანებს, რომელთაც თქვენი ბიზნესის ეფექტიანობის გაზრდა შეუძლიათ, ამიტომ მათ შეთავაზებების გვერდზე აუცილებლად უნდა გაეცნოთ.  

საქართველოს ბანკის სხვა ბიზნეს პროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ.  ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში შეუკვეთეთ Mastercard ბიზნეს ბარათი.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი


მსგავსი სიახლეები