დისტანციურ სერვისებზე მაღალი მოთხოვნის გამო ,,თეგეტა მოტორსის“ მომსახურების პირობები უფრო მოქნილი და კომფორტული ხდება.
როგორც კომპანიიდან Business Insider Georgia-ს აცნობეს, წელს დაგეგმილია „თეგეტა მოტორსის“ მობილური აპლიკაციის გაშვება, რომელიც მომხმარებელს „თეგეტას“ სერვისებით სარგებლობის პროცესს კიდევ უფრო გაუმარტივებს.
„თეგეტა მოტორსისთვის“, როგორც დარგის ლიდერი კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დისტანციური სერვისების განვითარება და სიახლეების დანერგვა.
ამ ეტაპზე ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ონლაინ შოპს, ონლაინ რეზერვაციისა და პერსონალური მენეჯერის მომსახურებებს.
ასევე, ჩვენი ქოლ-ცენტრის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დისტანციურად შეარჩიოს და შეიძინოს ნებისმიერი პროდუქტი. ასევე წელს დაგეგმილია „თეგეტა მოტორსის“ მობილური აპლიკაციის გაშვება, რომელიც მომხმარებელს „თეგეტას“ სერვისებით სარგებლობის პროცესს კიდევ უფრო გაუმარტივებს.
2023 წლის პირველ სამ თვეში ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დისტანციური სერვისებით სარგებლობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ვფიქრობთ, რომ აპლიკაცია კიდევ უფრო დაგვეხმარება ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებაში“, - აცხადებს „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენელი.
მისი თქმით, სატვირთო ავტომობილების მიმართულებითაც აქტიურად ვითარდება დისტანციურ სერვისები. მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე შესაძლებელია საბურავებისა და აკუმულატორების შეცვლა მობილური ჯგუფების დახმარებით.
„თეგეტა მოტორსში“ გასული წელი სპეციალური დანიშნულების ტექნიკის დისტანციური მომსახურების კუთხითაც გამორჩეული იყო. გაიზარდა მოთხოვნა ადგილზე მომსახურების სერვისებზე.
თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში 15 მობილური ჯგუფია გადანაწილებული, რომლებიც 2022 წელს 3000-ზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს მოემსახურნენ. მათ შორის არიან როგორც კერძო და სახელმწიფო კომპანიები, ისე ფიზიკური პირები.
ცნობისთვის, „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით.
კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება.
„თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
უახლესი
4 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა4 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება 100 000 დოლარს უახლოვდება