დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში სუპერმარკეტების TOP-5 კომპანია - რეიტინგი

თბილისში სუპერმარკეტების TOP-5 კომპანია - რეიტინგი

07-08-2024 17:00:00

რეგიონული ექსპანსია და შესაბამისი სტრატეგიული კონცენტრაცია კომპანიების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება, ამის შესახებ საუბარია თიბისი კაპიტალის FMCG სექტორის მიმოხილვაში, რომელიც 2023 წელს და 2024 წლის 5 თვის მაჩვენებლებს ასახავს.

კვლევის მიხედვით, თბილისში სუპერმარკეტების სქელებში ბაზრის ლიდერი ნიკორაა, რომელიც ბაზრის 21%-ის მფლობელია. მეორე ადგილზე, 19%-იანი მაჩვენებლით კი ორი ნაბიჯია. საქართველოს დედაქალაქში არსებული სუპერმარკეტების მთლიან რაოდენობაში 17%-ი კარფურს უჭირავს. აგროჰაბის წილი კი 6%-ია, ხოლო 14%-ი სპარს. რაც შეეხება სხვა სუპერმარკეტებს მათი წილი 24%-ია. 

აღმოსავლეთ საქართველოში ლიდერი მაგნიტია, რომელიც 22%-იან წილს ფლობს, ხოლო დასავლეთ საქართველოში პირველობას მაგნიტი და დეილი იყოფენ და ორივეს 18-18%-იანი წილი აქვთ.

თიბისი კაპიტალის მონაცემებით, 2024 წელს ჯამური FMCG ბაზრის გაყიდვები დასტაბილურება და ძირითადად განპირობებული იქნება ბუნებრივი მოთხოვნით. ასევე ორგანიზებული FMCG ბაზარი მეტწილად არაორგანიზებული ბაზრის ხარჯზე განაგრძობს ზრდას და მისი წილი 2025 წლისთვის 45%-ს გაუტოლდება.

როგორც თიბისი კაპიტალში განმარტავენ ორგანიზებულ ბაზარზე მძაფრი კონკურენცია შეინიშნება, რაც მცირე დროში ცვალებადი ბაზრის წილებით დასტურდება, ხოლო ორგანიზებული ბაზარი 2024 და მომდევნო წლებში მეტწილად რეგიონებში ექსპანსიით გაიზრდება

ირკვევა, რომ მძაფრმა კონკურენციამ ორგანიზებულ ბაზარზე მომგებიანობის მარჟების შემცირება გამოიწვია. დამატებით, გაზრდილი ხელფასები და მერყევი კურსი უარყოფითად აისახა საოპერაციო ინდიკატორებზე.

ორგანიზებული ბაზრის გაყიდვებში ელ. კომერციას კვლავ დაბალი, 2%-იანი წილი უჭირავს, თუმცა მაღალ შემოსავლიან სეგმენტში ეს მაჩვენებელი ორნიშნა ნიშნულს აღწევს.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები