2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა და წინა წლის თებერვალთან შედარებით 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
როგორც Colliers-ში განმარტავენ, ბაზრის ზომა 21%-ით, 190 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. ირკვევა, რომ თებერვალში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 12%-იანი ზრდა ფიქსირდება.
ძველ პროექტებში კი 2022 წლის თებერვალთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა.
გასულ თვეში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 53%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 9%-ით შემცირდა.
2023 წლის თებერვალში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 16%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბნებში - 12%-ით, ქალაქის ცენტრში კი 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
თებერვალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა ფართო ცენტრში კი 2% და 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
უახლესი