დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში „პალატის“ ახალი რესტორანი გაიხსნა

თბილისში „პალატის“ ახალი რესტორანი გაიხსნა

14-06-2023 05:00:08

ქუთაისური კერძებით ცნობილი რესტორანი „პალატი“ გაფართოვდა. იმერეთის შემდეგ „პალატი“ მომხმარებლებს უკვე თბილისშიც უმასპინძლებს. როგორც რესტორნის დირექტორი ზურაბ ფანჯარაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რესტორანი გამორჩეული კონცეფციით დიდ მოწონებას იწვევს როგორ ადგილობრივებში, ასევე ტურისტებშიც, რომლებიც მომხმარებლების 60%-ს შეადგენენ.

„ჩვენი რესტორანი ქუთაისური სამზარეულოთია ცნობილი, ძირითადად ეს არის ტრადიციული ოჯახური კერძები დიდი ულუფებით. მუშაობს კონკრეტული დასახელებები, ყველა სახის იმერული კერძი, ნედლეულს რეგიონებში ვყიდულობთ ლეჩხუმელი, ბაღდათელი და რაჭველი ფერმერებისგან, ნატურალური და უვნებელი პროდუქტია, რითაც ასევე დიდ ინტერესს ვიწვევთ.

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, წელს თბილისში გავხსენით ახალი ობიექტი, რომელიც ქუთაისში მდებარე რესტორნის ანალოგიურია, ზუსტად იგივე კონცეფცია გავიმეორეთ - 1930-1940-იანი წლების სტილზეა შესრულებული, რითაც ასევ იწვევს მოწონებას. მინიმალისტური შესრულებაა, რაც მოსწონთ ტურისტებსაც, რომლებიც ჩვენი მომხმარებლების 60%-ს შეადგენენ", - ამბობს ზურაბ ფანჯარაძე.

რესტორნის დირექტორის თქმით, „პალატი“ ასოცირდება სახლთან, ოჯახთან და მყუდრო გარემოსთან, სადაც ინტერიერის ყველა დეტალი გულდასმით მოძიებული და შერჩეულია.

სიტყვა „პალატი“ ნიშნავს ლეჩხუმური ოდის ქვითკირით ნაშენებ პირველ სართულს, სადაც ანთია ცეცხლი, ოჯახი ატარებს უმეტეს დროს და სადაც გულთბილ გარემოცვაში უმასპინძლდებიან სტუმარს. „პალატის“ პირველი რესტორანი ქუთაისში 10 წლის წინ შეიქმნა. ჯამში იგი 35-მდე ადამიანს ასაქმებს, აქედან 25 ქუთაისში, 10 თბილისშია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები