2024 წლის ივლისში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი (22% მთლიან გაყიდვებში) კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო რიგით მეორეზე საბურთალო (16%). როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში წერია, ახალი ბინების გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ დიდ დიღომში დაფიქსირდა, სადაც ყველაზე მეტი ახალი ბინა გაიყიდა. ძველი ბინების შემთხვევაშიც ლიდერი რაიონი დიდი დიღომია, რომელსაც მეორე ადგილზესაბურთალო მოსდევს.
2024 წლის ივლისში კვ.მ-ის საშუალო ფასი მთაწმინდასა და ვაკეში $2000-ზე ნაკლებია. ახალი ბინების ფასი საგრძნობლად გაიზარდა დიდუბეში, სამგორსა და კრწანისში. რაც შეეხება ძველი ბინების ფასს, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კრწანისში და წლირუი 23% შეადგინა.
უახლესი