2024 წლის ივნისში 621 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 22%-ით ჩამორჩება 2023 წლის ივნისის მაჩვენებელს. რაც შეეხება ძველ ბინებს, განხორციელდა 2,282 ტრანზაქცია და წლიურად 20%-იანი კლება დაფიქსირდა. როგორც თიბისი კაპიტალის ანგარიშში წერია, იმის ფონზე, რომ ახალი ბინების გაყიდვები მეტად შემცირდა, მთლიან ტრანზაქციებში მათმა წილმა 21%-მდე ჩამოვიდა. საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წინა წელთან შედარებით 1.8%- ით შემცირდა, ხოლო ძველი ბინებისთვის 1.5%-ით გაიზარდა. 2024 წლის მაისთან შედარებით ფასები თითქმის უცვლელი დარჩა.
2024 წლის ივნისში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინების გაყიდვებმა მთლიან ტრანზაქციებში კვლავ ყველაზე დიდი წილი დაიკავა (43%). 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა 4% შეადგინა. ამავე პერიოდში, მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 22%-ს მიაღწია და წლიურად 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
2024 წლის ივნისში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი (20% მთლიან გაყიდვებში) კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო რიგით მეორეზე საბურთალო (16%). ახალი ბინების გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ ისანში დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ახალი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა. ძველი ბინების შემთხვევაში, მხოლოდ დიდუბე გამოირჩა წლიური ზრდით. ყველაზე მეტი ძველი ბინა საბურთალოსა და დიდ დიღომში გაიყიდა.
2024 წლის ივნისში კვ.მ-ის საშუალო ფასი მთაწმინდასა და ვაკეში მცირედით ჩამორჩება $2000-ს. ახალი ბინების ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა კრწანისში, ვაკესა და ჩუღურეთში.
უახლესი
14 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება15 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით