დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში „აუგუსტის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

თბილისში „აუგუსტის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

20-05-2023 16:00:00

ფრანგული ბულანჟერიის ცნობილი ბრენდი ,,აუგუსტი" ქსელს აფართოებს. სულ ცოტა ხნის წინ ახალი ფილიალი ორთაჭალაში გაიხსნა. კომპანია მომხმარებელ უმაღლესი ხარისხის ევროპულ პროდუქტს სთავაზობს, როგორიცაა არტიზანული პურების ნაირსახეობა, ფრანგულ საკონდიტრო ნაწარმი, ჯანსაღ სალათები, სენდვიჩებო, ყავა, ნატურალური წვენები და სხვა.

როგორც ,,აუგუსტის" მარკეტინგის მენეჯერი დავით ციციშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, ახალი ფილიალი რიგით მეშვიდეა, სადაც მომხმარებელს მყუდრო გარემო, ევროპული დესერტების ნაირსახეობა და გამორჩეული გემოები დახვდება.

„მაღალი ხარისხის ნიშით გამორჩეული „აუგუსტი" მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებზე, არაჩვეულებრივი დესერტები და კერძები, მყუდრო გარემო და მომსახურების მაღალი სერვისი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ამასთან, გვსურს მოვიცვათ უბნები, რომ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს პოტენციურ სტუმრებთან.

ახლადგამომცხვარი პურ-ფუნთუშეულების, ნაირ-ნაირი სენდვიჩების, არომატული ყავისა და უნიკალური დესერტების დაგემოვნება უკვე ახალ ობიექტზეც შესაძლებელია", - ამბობს დავით ციციშვილი.

მისი ინფორმაციით, ,,აუგუსტი" აერთიანებს ორ მიმართულებას - ფრანგული ბულანჟერეა, სადაც ცხვება პურ-ფუნთუშეული, მზადდება ლანჩი და ყავა, ხოლო მეორე ხაზია საწარმო, სადაც მზადდება ქართული პროდუქტი: ხილის ჯემები, მურაბები, წვენები, შოკოლადები და „აუგუსტის" ქსელში იყიდება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმას, როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ამბობს, ფიქრობენ რეგიონების მიმართულებით გაფართოებაზე.

პირველი, სავარაუდოდ, ბათუმია, სადაც მომავალში ,,აუგუსტი" ახალ ფილიალს გახსნის. თუმცა პროექტის განხორციელების ვადა ჯერჯერობით უცნობია .

ცნობისთვის, ფრანგული საკონდიტრო ხაზი „აუგუსტი“ ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა. კომპანიაში 90-მდე ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები