2023 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,420 ერთეული შეადგინა და წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 10%-ით შემცირდა.
Colliers Georgia-ს თანახმად, ბაზრის ზომა 8%-ით, 187 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.
2023 წლის აგვისტოში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 6%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით მაჩვენებელი 18%-ით შემცირდა.
ამასთან, თბილისში ახალაშენებულ ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 9%-ით შემცირდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის მხოლოდ 1%-იანი კლება დაფიქსირდა. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა არ შეცვლილა.
აგვისტოში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა, ხოლო ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა როგორც გარეუბნებში, ასევე ქალაქის ცენტრალურ უბნებში.
უახლესი