დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისსა და ტრაპიზონს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საკითხი ისევ აქტუალურია

თბილისსა და ტრაპიზონს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საკითხი ისევ აქტუალურია

16-01-2024 09:00:00

თბილისსა და ტრაპიზონს შორის პირდაპირი რეისის დანიშვნა ისევ აქტუალურია და მასზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც თურქ ბიზნესმენთა ასოციაციაში (გურთიადი) განმარტავენ, მათ უკვე მოახდინეს ავიაკომპანია Georgian Wings-ის დაკავშირება ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან.

„გურთიადის მმართველი საბჭო და გენერალური მდივანი თბილისი-ტრაპიზონის პირდაპირი რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით შეხვდნენ ავიაკომპანია Georgian Wings (Geosky)-ს მარკეტინგის, გაყიდვებისა და მგზავრთა განყოფილების დირექტორის მოადგილეს დანიარ უსკენბაევს.

შეხვედრაზე ასოციაციის წარმომადგენლების მეშვეობით მოხდა ავიაკომპანია Georgian Wings-ისა და ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის ერთმანეთთან დაკავშირება.

შეხვედრის შემდეგ, ასოციაციის ჩართულობითა და მხარდაჭერით დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, - აცხადებენ თურქ ბიზნესმენთა ასოციაციაში.

როგორც ცნობილია, Georgian Wings-ი თბილისი-ტრაპიზონი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დაწყებას განიხილავს. განიხილება ასევე თბილისი-სამსუნი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაც. აღნიშნულ მიმართულებებზე ავიარეისების დანიშვნის შესახებ თხოვნა კი თავად ბიზნეს სექტორიდან წამოვიდა.

ტრაპიზონისა და სამსუნის მიმართულებით რეისების განხორციელების საკითხზე, ავიაკომპანია Geosky-ს მენეჯმენტსა და DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე TÜRSAB-ის შავიზღვისპირეთის ოფისის თავმჯდომარესთან ვოლქან ქანთარჯის შორის გასულ წელს საქმიანი შეხვედრა შედგა, სადაც განხილული იყო სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა.

თბილისი-ტრაპიზონი-თბილისის და თბილისი-სამსუნი-თბილისის საჰაერო ხაზებზე ავიარეისების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები