დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის შუაგულში მდებარე სასტუმრო ,,ჯინჯერი" მომხმარებელს გამორჩეულ გარემოს და სერვისებს სთავაზობს

თბილისის შუაგულში მდებარე სასტუმრო ,,ჯინჯერი" მომხმარებელს გამორჩეულ გარემოს და სერვისებს სთავაზობს

29-10-2023 12:21:43

თბილისის შუაგულში მდებარე სასტუმრო ,,ჯინჯერი" მომხმარებელს გამორჩეული გარემოთი და სერვისებით იზიდავს, რაც მას საქართველოს ტურისტულ ბაზარზე აშკარად გამოარჩევს. 

კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან  გამოარჩევს რამდენიმე ფაქტორს, რაც ,,ჯინჯერის" მახასიათებლად ითვლება და ამბობს, რომ ეს არის რა მხოლოდ ხარისხი, არამედ ურთიერთობები, ინტერიერი, დამოკიდებულება თანამშრომლებისა და სტუმრების მიმართ, რაც მაღალ დონეზეა როგორს სასტუმროს, ასევე რესტორნის ნაწილში.

„მშვიდი ატმოსფერო ჩვენი სასტუმროს ერთ-ერთი სახასიათო ნიშანია; აქ არის მზრუნველი და თბილი გარემო, რომელსაც ადამიანები ქმნიან და რაც მთავარი,ა პერსონალური მომსახურება. ასევე ხარისხი, რომელსაც სტაბილურად ვინარჩუნებთ.  

აქ ყოველი ვიზიტი ემოციასთან არის დაკავშირებულია. მზრუნველი მომსახურება და აქაური ატმოსფერო კი ამძაფრებს ემოციის აღქმას. აქ ყველა დეტალი დახვეწილი, გემოვნებიანი, ნატიფი და ავთენტურია, რაც იგრძნობა დიზაინში, კომუნიკაციაში, მომსახურებასა და ჩვენს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში", - ამბობს ,,ჯინჯერის" წარმომადგენელი.

„ჯინჯერი“ სამომავლოდ გეგმავს უფრო აქტიურად გამართოს ღონისძიებები ცოცხალი მუსიკით, ივენთები სასტუმროში საყვარელ ადამიანებთან ერთად განტვირთვის საუკეთესო ალტერნატივად აიქციოს.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები