"Business Insider Georgia" და ეკონომიკური ფორუმი, სახელმწიფო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში, აცხადებს მსმენელთა პირველი ნაკადის მიღებას თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის (Tbilisi School of Public Management) სასერტიფიკატო კურსზე.
სასწავლი კურსის მიზანია საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით.
კურსი სრულიად ინოვაციურია და მის ფარგლებში თითოეული თემის გარშემო ცოდნისა და გამოცდილების მიღება, გაზიარება, განხილვა ხდება მხოლოდ პრაქტიკული, რეალური მაგალითების გარშემო და მხოლოდ პანელური განხილვის ფორმატში - თემის მთავარი წარმდგენის (ან წარმდგენები) და მოდერატორის ჩართულობით.
კურსი მოიცავს ექვს თემას და თითოეულ თემის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოს მაღალი რანგის თანამდებობის პირები და კერძო სექტორის წამყვანი კომპანიების ცნობილი ბიზნეს ლიდერები
კურსის თემატიკა:
** რეფორმები, ბიზნესი და პარლამენტი
** ბიზნესი და სახელმწიფო - ეფექტური კომუნიკაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესი
** ინვესტიციები, ტექნოლოგიები და საერთაშორისო როლი
** სექტორული რეფორმები - ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა
** საფინანსო სექტორის მდგრადობა: კოორდინაცია კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის
** გეოპოლიტიკა, სახელმწიფოს საერთაშორისო როლი და ბიზნესი
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 სესია
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 15 მაისამდე გამოაგზავნოთ, მხოლოდ CV (სამოტივაციო წერილი და/ან დამატებითი შეტყობინება სურვილისამებრ) სადაც არგუმენტირებულად იქნება დასაბუთებული აღნიშნულ პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაცია, შემდეგ ელფოსტაზე: info@businessinsider.ge
კურსის ვადები 20 მაისიდან 20 ივლისამდე
უახლესი