თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის გაგრძელების მიზნით ახალი მეტროსადგურების მშენებლობა განიხილება. ამ მიზნით კი შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებებით ქ. თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის გაგრძელების მიზნით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ატარებს ბაზრის კვლევას თბილისში ახალი მეტროსადგურების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და მშენებლობის შესყიდვის თაობაზე ე.წ. Design-Build (DB) მეთოდით. ჯამში 4 სადგურის დაპროექტება უნდა განხორციელდეს.
დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც მოეთხოვება პრეტენდენტს ტენდერში მონაწილეობის ეტაპზე:
1. გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობები (აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება პრეტენდენტზე ან მის ქვეკონტრაქტორზე)
- პრეტენდენტს ან მის ქვეკონტრაქტორს 2010 წლიდან (ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღის ჩათვლით) უნდა გააჩნდეს: თანამედროვე მეტროპოლიტენის დაპროექტების და მშენებლობის გამოცდილება. კერძოდ ბოლო 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს შესრულებული არანაკლებ 2 (ორი) მეტროპოლიტენის ხაზის ან 10 (ათი) მეტროს სადგურის მშენებლობის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 (ორი) მეტროპოლიტენის ხაზის ან 10 (ათი) მეტროს სადგურის მშენებლობის პროექტი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელშეკრულებ(ები)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღებაჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები/საგადახდო დავალებები ან/და ინფორმაცია შესაბამისი სატენდერო განცხადების ნომრების მითითებით ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
- პრეტენდენტის ან მისი ქვეკონტრაქტორის მიერ დაპროექტებული/აშენებული მეტროს სადგურები უნდა მოიცავდეს არანაკლებ 2 (ორი) მეტროს სადგურში დახრილი საესკალატორო გვირაბისა და ესკალატორის პროექტირებას და მშენებლობა/მონტაჟს
2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტური მტკიცებულება, რომ იგი აკმაყოფილებს შემდეგ ფინანსურ მოთხოვნებს (აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება პრეტენდენტზე):
- პრეტენდენტს 2022-2024 წლებში ჯამურად უნდა ქონდეს არანაკლებ 100 (ასი) მლნ აშშ დოლარის (შესაბამისი ექვივალენტი სხვა ვალუტაში) შემოსავალი/ბრუნვა
- ბოლო სამი წლის პერიოდში არ უნდა იყოს ზარალზე გასული და წმინდა ქონება, გამოთვლილი, როგორც სხვაობა მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის, უნდა იყოს დადებითი.
- აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინოს აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ვერ წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას ან/და არ გააჩნია შესაბამი
3. ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები - ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანხმობის წერილი, რომელიც გაცემული იქნება შემსყიდველის სახელზე და სადაც მითითებული იქნება წინამდებარე შესყიდვის (ტენდერის) ნომერი და რომ იგი (ქვეკონტრაქტორი კომპანია) თანახმაა განახორციელოს მომსახურება/სამუშაო აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, პრეტენდენტ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.
4. გასათვალისწინებელია, რომ საბოლოო მიღება/ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს „შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია“, სახელშეკრულებო ღირებულების 1,5%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 36 თვით, გარანტიის წარმოდგენის დღიდან. (აღნიშნული მოთხოვნა დაზუსტდება ტენდერის გამოცხადებისას)
5. ხელშეკრულების გაფორმებამდე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 2,5%-ის ოდენობით.
6. პროექტის განხორციელების/დასრულების საორიენტაციო ჯამური ვადა შეადგენს 5 (ხუთი) წელს;
7. ავანსი - შემსყიდველი მიმწოდებელს ავანსის სახით გადაუხდის არაუმეტეს 30 (ოცდაათი) მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხას, შემდეგ ნაწილებად:
- 2025 წელი: თანხის ანაზღაურება გათვალისწინებული არ არის.
- 2026 წელი: არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) მლნ აშშ დოლარი
- 2027 წელი: არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) მლნ აშშ დოლარი
ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პრეტენდენტებმა არაუგვიანეს 2025 წლის 1 მაისის 15:00 საათისა (თბილისის დროით) უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია მათი (მათი ქვეკონტრაქტორების) გამოცდილებისა და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ წინამდებარე ბაზრის კვლევაში მოთხოვნილ პერიოდებზე.
უახლესი
9 საათის წინ
ჰენკელი - ექსკლუზიურად გორგიაში