თბილისის მერია მეტროსადგურებში საგვირაბო ესკალატორების ტექნიკური ექსპერტიზას იწყებს. სერვისის შესაძენად თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულმა მხარეებმა განაცხადი 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. სატენდერო შეთავაზების ბიუჯეტი კი დღგ-ს ჩათვლით 336 600 ლარია.
ირკვევა, რომ საგვირაბო ესკალატორების ტექნიკური ექსპერტიზა 11 მეტროსადგურში ჩატარდება და ეს მეტროსადგურებია:
როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული მასალიდან ირკვევა, თბილისის მეტროპოლიტენის 11 მეტროსადგურის 33 ერთეულ „ЛТ-2“, „ЛТ-3“, „ЭТ-3“ და „ЭМ-4“ ტიპების საგვირაბო ესკალატორების ტექნიკური და მათი კონსტრუქციული მდგრადობის ექსპერტიზ(ებ)ი ჩატარდება და შესაბამისი დასკვნ(ებ)ი დადება. აღნიშნული ესკალატორების უმეტესობა ექსპლუატაციაშია1966 წლიდან.
საგვირაბო ესკალატორების მზიდი ლითონ-კონსტრუქციების (საყრდენი კონსტრუქციები) ტექნიკური მდგომარეობის შეფასება ითვალისწინებს:
სატენდერო პირობების მიხედვით, უნდა შეფასდეს არამარტო საპროექტო საყრდენების დაზიანებები და დეფორმაციები, კოროზიული და საექსპლუატაციო ცვეთა - არამედ ანტიკოროზიული საფარის მდგომარეობა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების მიხედვით. თუ შენადუღ ნაკერებში გამოვლინდება ტექნოლოგიური დეფექტები (რომლებიც ადრეულ სტადიაზე არ იქნა აღმოფხვრილი), ასეთ შემთხვევაში უნდა შეფასდეს მათი სიმტკიცის მარაგი და დაშვება შემდგომი ექსპლუატაციისათვის.
უახლესი