დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის ახალი აეროპორტის მასტერპლანის ბიუჯეტი 736 000 დოლარია - პროექტს ADB და UAG აფინანსებენ

თბილისის ახალი აეროპორტის მასტერპლანის ბიუჯეტი 736 000 დოლარია - პროექტს ADB და UAG აფინანსებენ

03-06-2024 16:33:00

თბილისის ახალი აეროპორტის გენგეგამა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და აზიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდება. როგორც სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში წერია, რომელიც 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, 2023 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არსებითად  გააუმჯობესოს ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის, საჰაერო ტრანსპორტის გამტარუნარიანობა, რათა დააკმაყოფილოს საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით საჰაერო  ტრანსპორტირების მიმართ არსებული ზრდადი მოთხოვნა.

„გეგმად დასახულია ახალი  საერთაშორისო აეროპორტის განვითარება ვაზიანში (თბილისიდან 23 კმ მანძილზე),  რომელმაც, გეგმის მიხედვით, უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნა შემდეგი 30 წლის
განმავლობაში. ახალ აეროპორტს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ორივე ფაზის მშენებლობის  შემდეგ 18 მილიონზე მეტი მგზავრი.
ამ ეტაპზე მომზადებულია განკარგულების პროექტი შპს „აეროპორტების გაერთიანებასა და  აზიის განვითარების ბანკთან (ADB)“ გასაფორმებელი მემორანდუმის შესახებ, რომლის
თანახმად, ADB შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანადაფინანსებით  უზრუნველყოფს თბილისის ახალი აეროპორტისთვის განვითარების გენერალური გეგმის (მასტერპლანი) მომსახურების შესყიდვას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

უშუალოდ მასტერპლანის ბიუჯეტი შეადგენს 736  000 აშშ დოლარს, სადაც ADB და UAG (საქართველოს აეროპორტების გაერთიანება) წარმოდგენილია თანაბარი კონტრიბუციით.

ტენდერის გამოცხადება იგეგმება უახლოეს პერიოდში და განვითარების გეგმის დასასრულებლად საჭირო იქნება 6-8 თვე.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები