თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის მოცულობა 209 684,9 ათასი ლარით იზრდება. აღნიშნულ საკითხსსაკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებათბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, გააკეთა და დასძინა, რომ ქალაქისბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს, 2 192,862.9 ათას ლარს, მიაღწია. თბილისის საკრებულოსთავმჯდომარის თქმით, ბიუჯეტის ზრდა თბილისისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გააჩენსდა ეს თანხები სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულების პროექტებს მოხმარდება.
„თბილისის ბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტისკორექტირების შედეგად იგი 209 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 192,862.9 ათასი ლარი შეადგინა. ესძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც ქალაქისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. თანხები იმ ძირითად პრიორიტეტებზე გადანაწილდება, რომლებიც ფინანსურ დოკუმენტში უკვეგაწერილია. იგეგმება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ამას გარდა, თანხები მოხმარდება სატრანსპორტო რეფორმას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებს, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ვფიქრობ, ამმიმართულებით 2025 წელი თბილისისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა გიორგიტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ქონების დაკანონებისსაკითხებსაც განიხილავენ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიცსაცხოვრებელი ფართების დაკანონებას ათწლეულებია ელოდებიან.
„ჩვენ მუდამ ვცდილობთ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც, ერთი მხრივ,ინვესტიციების მოზიდვას, მეორე მხრივ კი, ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
უახლესი
2 საათის წინ
როდის ეყოლება თბილისის ახალ ზოოპარკს ჟირაფი3 საათის წინ
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი4 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დღესაც გამყარდა