დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა

04-10-2024 17:09:00

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა. 

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გზის მშენებლობა 3 მონაკვეთად იყო დაყოფილი, სადაც 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა აშენდა. გზის პირველი მონაკვეთი, 4 კმ-იანი ვაზიანის შემოვლითი გზა, გასულ წელს გაიხსნა.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 527 მილიონ ლარს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნულ გზაზე, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით, დადგენილი იქნება მოძრაობის სიჩქარე 110 კმ საათში, თუმცა, მნიშვნელოვანია რომ მაგისტრალზე, პირველად დაწესდება მინიმალური სიჩქარეც 60 კმ/სთ, ეს კი ნიშნავს, რომ ამაზე ნაკლები სიჩქარით მოძრაობა კახეთის ჩქაროსნულ გზაზე შეიზღუდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისის კახეთთან და აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები