თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა მოამზადა, თბილისი რუსთავს, მცხეთასა და საერთაშორისო აეროპორტს მაღალი სიხშირის საქალაქო მატარებლით უნდა დაუკავშირდეს.
დოკუმენტის თანახმად, სარკინიგზო მაგისტრალის განვითარება 2024-2035 წლებში განიხილება და ბიუჯეტი $288 მილიონით განისაზღვრა. აქედან სარკინიგზო ხაზის განახლებას $133 მილიონი დასჭირდება, მოძრავი შემადგენლობის შესყიდვის (20 მატარებლის) ფასი $31 მილიონია და რკინიგზის ახალი განშტოების (რუსთავი-აეროპორტი) მშენებლობა $114 მილიონი დაჯდება
„შემოთავაზებული სამგზავრო სარკინიგზო სისტემა მომსახურებას განახორციელებს თბილისის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის, თბილისსა და რუსთავსა და თბილისსა და მცხეთას შორის. რკინიგზის სადგური სადგურის მოედანზე მთავარი გადასაჯდომი კვანძი იქნება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია მცხეთასა და რუსთავს შორის პირდაპირ გადაადგილება და მომსახურების მცხეთის დასავლეთით მდებარე ისეთ ქალაქებში გავრცელება, როგორიცაა კასპი და გორი.
შემოთავაზებულ სამგზავრო სარკინიგზო ქსელის ძირითადი ელემენტებია:
• არსებული ინფრასტრუქტურის განახლება: არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განახლება, ლიანდაგის, სიგნალიზაციის, წევის სიმძლავრისა და სხვა სამშენებლო სამუშაოების ჩათვლით
• სადგურები: ახალი და/ან გარემონტებული სადგურები ბევრ ახალ გარეუბანში
• ახალი მატარებლები: ახალი მოძრავი შემადგენლობის შესყიდვა, რომელიც შეეფერება სამგზავრო სარკინიგზო მომსახურებას - სასურველია ელექტრომატარებელები (EMUs)
• დეპო: ახალი დეპო და ტექნიკური საშუალებები
• თბილისის აეროპორტიდან რუსთავამდე: პოტენციური ახალი სარკინიგზო კავშირი თბილისის აეროპორტსა და რუსთავს შორის
• დიდი დიღომი: პოტენციური ახალი სარკინიგზო კავშირი დიდ დიღომთან მიუხედავად იმისა, რომ სამგზავრო სარკინიგზო სისტემის მშენებლობა და ექსპლუატაცია საშუალო და გრძელვადიანი პერიოდის ქმედებაა, მოსამზადებელი სამუშაოები უფრო ადრე უნდა დაიწყოს. საჭიროა წინასწარი განხილვები TUDAსა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის ასეთი სერვისის დანერგვის ყველა პრაქტიკული, ოპერაციული და ფინანსური შედეგების თაობაზე.
შესამუშავებელია ინსტიტუციური და კომერციული მოწყობა, იურიდიული და მარეგულირებელი მოდელის ჩათვლით, სადაც დადგინდება თუ ვინ აფინანსებს და მართავს სისტემას, როგორ განისაზღვრება ლიანდაგზე წვდომის საფასური და მიღებული შემოსავალი ნაწილდება ყველა მხარეს შორის. ამას შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდეს.
პასუხისმგებლობა:
ეს რთული პროექტი იქნება, სადაც შვიდი ძირითადი დაინტერესებული მხარეა:
• „საქართველოს რკინიგზა“
• TUDA
• რუსთავის მუნიციპალიტეტი
• მცხეთის მუნიციპალიტეტი
• ცენტრალური ხელისუფლება
• სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო • სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო
მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ინსტიტუციური მოწყობა და ურთიერთობა თბილისის მერიას, „საქართველოს რკინიგზასა“ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. TUDA და „საქართველოს რკინიგზა“ ერთობლივად იქნებიან პასუხისმგებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის, პროექტირების, განხორციელებისა და ექსპლუატაციის/ მონიტორინგის ეტაპების მართვაზე, ზემოთ მოცემულ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო კონსულტაციით. პროექტი დაფინანსდება თბილისის მერიის, „საქართველოს რკინიგზის“, ცენტრალური ხელისუფლების ან საერთაშორისო დონორების მიერ, სადაც ეს მიზანშეწონილი იქნება“, - ნათქვამია დოკუმენტში.
80-გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც ურბანული მობილობის გაუმჯობესებისთვის საჭირო. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.
უახლესი