15 დეკემბრიდან Georgian Wings-ი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, რეგულარულ ფრენებს 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ით შეასრულებს .
ფრენები ხორციელდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, კვირაში ხუთი სიხშირით.
ავიაბილეთის შეძენა უკვე შესაძლებელია, როგორც Georgian Wings-ის ოფიციალური საიტის https://georgianwings.com/- მეშვეობით, ასევე ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში.
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა