საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-5) თბილისი - ბაკურციხე - ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ139+620 - კმ143+670 (სოფელ მშვიდობიანიდან - სოფელ ჩადუნიანამდე) მონაკვეთზე (გზის ორივე მხარეს) დაზიანებულ სანიაღვრე არხებს აღადგენს.
პროექტი ორ ლოტადაა დაყოფილი, თუმცა საწყის ეტაპზე ტენდერი პირველ ლოტზე გამოცხადდა, რომლის სატენდერო ღირებულება 3 072 226 ლარია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ მიერ ყოველ წლიურად ხორციელდება, საავტომობილო გზების, მასზე განლაგებული ხელოვნური ნაგებობების (კედელი, მილი, ხიდი, გზაგამტარი, გვირაბი და სხვა) ჩათვლით, ან ცალკეული ხელოვნური ნაგებობის სტიქიის მიერ გამოწვეული დაზიანებების აღდგენა-ლიკვიდაციას, ან აღნიშნულ ობიექტებზე მოძრაობის მოსალოდნელი შეფერხებების გამომწვევი დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარების პროგრამა.
დაზიანებული სანიაღვრე არხების აღდგენის სამუშაოების საპროექტოსახარჯთაღრიცხვო და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაცია შედგენილია შპს ,,პროექტმშენკომპანის”'მიერ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 08.04.2022 წელს გაცემული დავალების და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს ,,პროექტმშენკომპანი”-ს შორის 2021 წლის 15 ნოემბერს გაფორმებული ე.ტ. #114-21 ხელშეკრულების საფუძველზე.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დავალების მოთხოვნის შესაბამისად დაყოფილია ორ ლოტად:
ლოტი I - საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-5) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ139+620 - კმ143+670 (სოფელ მშვიდობიანიდან - სოფელ ჩადუნიანამდე) მონაკვეთზე დაზიანებული სანიაღვრე არხების აღდგენის სამუშაოები ლოტი II - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-43) თიანეთი-ახმეტა-ყვარელინინიგორის საავტომობილო გზის კმ122+650 - კმ125+700 (სოფელი ბაისუბანი) მონაკვეთზე (გზის ორივე მხარეს) დაზიანებული სანიაღვრე არხების აღდგენის სამუშაოები. ლოტი I-ის-თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ139+620 - კმ143+670 (სოფელ მშვიდობიანიდან - სოფელ ჩადუნიანამდე) მონაკვეთზე დაზიანებული სანიაღვრე არხების აღდგენის, ფეხით მოსიარულეთა ბილიკების აღდგენა-მოწყობა, მიერთებების და ეზოში შესასვლელების მოწყობა, უზრუნველყოფს ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აქ მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს.
ლოტი II-ის - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-43) თიანეთი-ახმეტა-ყვარელინინიგორის საავტომობილო გზის კმ122+650 - კმ125+700 (სოფელი ბაისუბანი) მონაკვეთზე (გზის ორივე მხარეს) დაზიანებული სანიაღვრე არხების აღდგენის, ფეხით მოსიარულეთა ბილიკების აღდგენა-მოწყობა, მიერთებების და ეზოში შესასვლელების მოწყობა, უზრუნველყოფს ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აქ მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს.
უახლესი