თაფლის ექსპორტი 54%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტზე 16.71 ტონა თაფლი გავიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 36.06 ტონა. მიმდინარე წლის 5 თვეში ექსპორტზე გატანილი ნატურალური თაფლის ღირებულება 114.19 ათასი დოლარი იყო, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტირებული თაფლის ღირებულებასთან შედარებით 60%%-ითაა შემცირებული. 2023 წლის იანვარ-მაისში ქვეყანამ ექსპორტზე 283.78 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანა.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ქართული ნატურალური თაფლისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანია.
აზერბაიჯანი - 7.70 ტონა - 25.87 ათასი დოლარი,
აშშ - 3.15 ტონა - 33.18 ათასი დოლარი,
ერაყი - 2.99 ტონა - 21.84 ათასი დოლარი,
ლატვია - 1.12 ტონა - 6.51 ათასი დოლარი,
სომხეთი - 0.67 ტონა - 5.75 ათასი დოლარი.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტი მცირეა. 2024 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკით, ქვეყნიდან ექსპორტირებული თაფლის მხოლოდ 7%-ი მოხვდა ევროკავშირის ბაზარზე.
რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, თაფლის ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 258.18 ტონა თაფლი გაყიდა. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 57%-იანი კლება იყო.
უახლესი