ევროპისა და აზიის სახელოვნებო სცენებისათვის უკვე კარგად ნაცნობი ღონისძიება საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში, 11-14 აპრილს გაიმართება.
TAF 2024-ზე წარმოდგენილი იქნებიან როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ისე დამოუკიდებელი ხელოვანები, რომლებსაც სახელოსნოს სექცია საშუალებას მისცემს, გააცნონ თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას.
რეგიონში თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა უკვე მეოთხედ მოუყრის თავს კურატორებს, კრიტიკოსებს, კოლექციონერებს, საერთაშორისო მედიასა და სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენების გარდა, ბაზრობის ფარგლებში იგეგმება პერფორმანსები, ვორქშოპები, TAF TALKS, TAF KIDS | SOLO KIDS, TAF | SOLO HOBBY და სხვა ტიპის აქტივობები, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციასა და მსოფლიო არტსცენებს შორის თანამშრომლობის წახალისებას ისახავს მიზნად.
გამოფენის მონაწილეები
თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე წარდგებიან შერჩეული გალერეები და არტისტები მთელი მსოფლიოდან.
TAF-ის საგალერეო სივრცე 30-მდე მონაწილე ქართულ და საერთაშორისო გალერეას დაეთმობა. სტუმრებს მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრების დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ, რადგან მონაწილეებს შორის გალერეების გარდა იქნებიან, არტ სალონები, კონცეპტ-არტ მაღაზიები და გამომცემლობები. ამის პარალელურად 4 დღის განმავლობაში თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დამოუკიდებელი ხელოვანების ინდივიდუალურ ნამუშევრებს გამოფენს. 40-მდე ქართველი და უცხოელი დამწყები არტისტის ნამუშევრების სელექცია დამოუკიდებელი ჟიურის მიერ მოხდება.
“TAF-art talks“- ეს არის საგანმანათლებლო შეხვედრების სერია მსოფლიოს ცნობილ არტისტებთან, კურატორებთან და გალერისტებთან. სახელოვნებო შეხვედრების სერია ინდუსტრიისთვის აქტუალურ მრავალფეროვან თემებს მოიცავს. მოწვეულ სპიკერებს შორის არიან, კურატორები, არტ მედიის წარმომადგენლები, ციფრული პლატფორმების წარმომადგენლები, კოლექციონერები და არტისტები ასევე სახელოვნებო ინსტიტუციების წარმომადგენლები.
TAF-ის პარალელური პროგრამა
წელს TAF 2024 პარალელური პროგრამის ფოკუსი იმ ხელოვანებზეა, რომელთაც თავიანთ შემოქმედებაში არჩევანი რეწვაზე შეაჩერეს და ამ დარგს შინაარსობრივად და მიზნობრივად ემსახურებიან. ხელოვანებზე, რომლებიც მათი არჩეული ტექნიკის ისტორიას ყვებიან, მის ახლებურად გადმოცემას ცდილობენ და წინაპრების ტრადიციებს თანამედროვე ხელოვნების სფეროში თარგმნიან. ეს ხელოვნება განსაკუთრებით საინტერესოა საერთაშორისო სტუმრებისთვის, რადგან მათ ამ პროცესების ფესვების და ამავდროულად, მისი განმაპირობებელი სოციო-პოლიტიკური გარემოებების აღქმაში ეხმარება. ტრადიციული მრეწველობის თანამედროვე ხელოვნებაში გამოყენება ახალი არ არის, თუმცა არაერთი ქართველი და TAF-ის ფოკუსში მყოფი ქვეყნების წარმომადგენელი და მათ შორის ახალი თაობის ხელოვანები, – უძველესი ტრადიციული მეთოდების გაცოცხლებას და საკუთარი პრაქტიკისთვის მორგებას ცდილობს (ტექსტილი, მოზაიკა, ნაქარგი თუ სხვ.). ამ მიმართულებით ერთ-ერთი აღსანიშნავი გამოფენა მოეწყობა ფრანგულ გალერეასთან Odile Ouizeman-თან კოლაბორაციაში- გამორჩეული ხელოვანის Ulla Rosen Winbladh Culioli -ის (1928-2011 ) მსოფლიო პრემიერა საქართველოში გაიმართება, ულას ნამუშევრები ახალი აღმოჩენაა სახელოვნები სამყაროსთვის და საერთაშორისო მედიის თუ კურატორების დიდი აღიარება დაიმსახურა.
ბაზრობა 11 აპრილს, 17:00 საათზე გაიხსნება!
სამუშაო საათები: 11 აპრილი - 17:00 - 20:00
12 აპრილი - 12:00-20:00
13 აპრილი - 12:00-20:00
14 აპრილი - 12:00-20:00
Tbilisi Art Fair-ის გენერალური სპონსორები არიან SOLO და Visa.
უახლესი
24 წამის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს19 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”