სვანეთის ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია „DMO შან ლენდი“, საქართველოს ტურიზმს ადმინისტრაციასთან ერთად, მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „BIT Milano 2025”, რომელიც იტალიის ქალაქ- მილანში იმართება.
„BIT Milano" ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, მასში წელს მონაწილეობას იღებს 62 ქვეყნის ათასზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია,
მისი ვიზიტორების რაოდენობა კი 40 ათას ადამიანს აჭარბებს.
სვანეთის DMO გამოფენაზე წარმოდგენილია სვანეთის ტურისტული პროდუქტებით, დმო-ს წევრებისა და სვანეთში არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ ინფორმაციით, ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებით და ნაწარმით.
გამოფენის ფარგლებში „DMO“-ს სტენდზე დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაეცნოს ზემო და ქვემო სვანეთის ტურისტულ შესაძლებლობებს და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია რეგიონის ძირითადი ტურისტული მიმართულებების შესახებ.
გამოფენის ფარგლებში "DMO" -ს თანამშრომლები შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, აცნობენ სვანეთის კულტურულ მრავალფეროვნებას და რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.
უახლესი
8 საათის წინ
ჰენკელი - ექსკლუზიურად გორგიაში