სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მღრღნელების წინააღმდეგ ღონისძიებების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს.
მიმდინარე წელს, შემოდგომის თბილმა და მშრალმა ამინდებმა ხელი შეუწყო მინდვრის თაგვების გამრავლებას, განსაკუთრებით კახეთის, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს და აფრთხილებს ფერმერებს, დროულად ჩაატარონ მღრღნელების საწინააღმდეგო ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილონ საშემოდგომო ნათესების დაზიანება.
მღრღნელებთან ბრძოლისას ეფექტიანი მეთოდებია ღრმად მოხვნა; სანერგეებში, მიტოვებულ ნაკვეთებსა და გზის პირებზე ჰერბიციდების გამოყენება ბალახის საფარველის მოსაშორებლად; ძველი ნათესების გადახვნა და მცენარეული ნარჩენების მოშორება.
ქიმიური ღონისძიებები შემოდგომას, ოქტომბერი-ნოემბერში, გაზაფხულზე კი, მარტი-აპრილში უნდა ჩატარდეს.
თაგვისებრი მღრღნელების წინააღმდეგ მინდვრის პირობებში რეკომენდებული პრეპარატებია:
• თუთიის ფოსფიდი, თუთიის ფოსფიდი – 800 გ/კგ
• რატიციდი ფ, თუთიის ფოსფიდი 800 გ/კგ
• დეტია მაუს გიფტკორნერი, მის თუთიის ფოსფიდი 3,04 %
• რატილი ფ, თუთიის ფოსფიდი 800 გ/კგ
აღნიშნული პრეპარატებით მზადდება მისატყუებელი თუთიის ფოსფიდის შემცველობით 2,5-5% (10 კგ მარცვლეულზე 250 გრ. თუთიის ფოსფიდი,250 მლ.ზეთი,) და შეაქვთ მოქმედ სოროებში.
პრეპარატების გამოყენებისას ყურადღებით გაეცანით მისი მოხმარების წესებს და დაიცავით უსაფრთხოების წესები!
რეკომენდებული არ არის საყოფაცხოვრებო დანიშნულების პრეპარატების გამოყენება ნათესებში, რადგან ისინი ღია სივრცეში არაეფექტიანია.
მავნე მღრღნელებთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი დიდ ზიანს აყენებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, საკვები პროდუქტების მარაგებს, ქმნიან ადამიანისთვის საშიში დაავადებების ეპიდემიების საფრთხეს.
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება