დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა

25-04-2023 09:24:37

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ,  სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში გადაიყვანეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სუდანში საქართველოს 35-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის, ავიაკომპანიების, MyWay Airlines-ისა და Geo Sky-ის თანამშრომლები.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს ეგვიპტეში გადაიყვანენ, საიდანაც ისინი სამშობლოში გამოემგზავრებიან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები