დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა

სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა

13-08-2023 12:18:18

სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა. დამეწყრილი ტერიტორიის პარალელურად, ძებნის ღონისძიებები მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ძებნის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული.

თითო ჯგუფი ოთხკაციანი შემადგენლობით სამ კილომეტრიან დისტანციაზე ახორციელებს მდინარეების კალაპოტების მონიტორინგსა და ძებნის ოპერაციებს.

სტიქიის ადგილზე კი, ძებნის სამუშაოებს მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით ახორციელებს.

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები