საქართველოს სახელმწიფო წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სახით, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების“ თანახმად, 2024 წლის 24 ოქტომბერს აცხადებს ღია საერთაშორისო ტენდერს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად XII სალიცენზიო ბლოკზე.
სალიცენზიო ბლოკის ადგილმდებარეობა მოცემულია თანდართულ რუკაზე.
სახელშეკრულებო ფართობი |
XII |
ფართობი (კვ.კმ)
|
5186 |
განაცხადების მიღების ბოლო ვადა |
27.01.2025 17 საათი (ადგილობრივი დროით)
|
განაცხადების გახსნის ვადა |
27.01.2025 18 საათი (ადგილობრივი დროით) |
სახელშეკრულებო ფართობზე შემოტანილი განაცხადები გაიხსნება საჯაროდ ზემოთ მითითებულ დროს, სააგენტოს ოფისში, მისამართზე: ზ.გამსახურდიას სანაპირო #1, 0114 ქ. თბილისი, საქართველო.
დამატებითი ინფორმაცია
სააგენტოს უფროსის სახელზე წამოდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ საინფორმაციო პაკეტი სახელშეკრულებო ფართობისა და ტენდერის პირობების შესახებ. საინფორმაციო პაკეტის გაცემა დაიწყება მიმდინარე წლის 11 ნოემბრიდან. საინფორმაციო პაკეტი გაიცემა უფასოდ, ელექტრონული ვერსიის სახით CD-ზე ან/და ელექტრონული საფოსტო ყუთიდან საინფორმაციო პაკეტის ჩამოტვირთვის გზით. ტენდერში მონაწილეობის მსურველებს უნდა ქონდეთ ნავთობის და გაზის ძებნა-ძიების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
საინფორმაციო პაკეტი მოიცავს:
ა) სალიცენზიო ფართობს, ადგილმდებარეობასა და კოორდინატებს;
ბ) ხელშეკრულების ნიმუშს თითოეული სახელშეკრულებო ფართობისთვის;
გ) მინიმალურ სავალდებულო ფინანსურ და ტექნიკურ მოთხოვნებს ყოველი სახელშეკრულებო ფართობისთვის;
დ) ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების გაფორმების გრაფიკს;
ე) განაცხადის შეტანის ინსტრუქციებს ტენდერში მონაწილეებისათვის, მონაწილეობის შენატანის ოდენობისადა მისი გადახდის ფორმის ჩათვლით.
წერილობითი მოთხოვნა უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
ზ.გამსახურდიას სანაპირო N1, 0114 ქ. თბილისი, საქართველო.
ტელ: (+995 32) 2253399/02
ელ.ფოსტა: i.kiknadze@saog.gov.ge
საკონტაქტო პირები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:
კახა გოგრიჭიანი - ნავთობისა და გაზის ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ელ.ფოსტა: k.gogrichiani@saog.gov.ge
ტელ: +995 595 000 028
ალექსანდრე ჭაბუკიანი - კონსულტანტი
ელ.ფოსტა: a.chabukiani@saog.gov.ge
ტელ: +995 595 000 050
დალი გაბელაია - ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების სამმართველოს უფროსი
ელ.ფოსტა: d.gabelaia@saog.gov.ge
ტელ: +995 599 033 043
ეკატერინე კობიაშვილი - საინფორამციო ანალიტიკური სამმართველოს უფროსი
ელ.ფოსტა: e.kobiashvili@saog.gov.ge
ტელ: +995 599 000 032
შოთა ვაჭარაძე - ნავთობისა და გაზის ოპერაციების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი
ელ.ფოსტა: sh.vacharadze@saog.gov.ge
ტელ: +995 577 206 620
უახლესი