დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სპოტ გარიგებებით კომერციული ბანკებისგან დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიერ უცხოურ ვალუტაზე როგორც მოთხოვნა, ასევე მიწოდება გაზრდილია - სებ-ის თვის მიმოხილვა

სპოტ გარიგებებით კომერციული ბანკებისგან დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიერ უცხოურ ვალუტაზე როგორც მოთხოვნა, ასევე მიწოდება გაზრდილია - სებ-ის თვის მიმოხილვა

06-12-2024 09:21:00

ოქტომბერში სპოტ გარიგებებით კომერციული ბანკებისგან დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიერ უცხოურ ვალუტაზე როგორც მოთხოვნა, ასევე მიწოდება წლიურ და თვის ჭრილში გაზრდილია, - აღნიშნულის შესახებ საუბარია სებ-ის თვის მიმოხილვაში.

სებ-ის ცნობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ოქტომბერში სპოტ გარიგებებით კომერციული ბანკებისგან დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიერ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა წლიურად 566.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა (თვიურ ჭრილში - 339.5 მლნ აშშ დოლარი) და 1,989.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო მიწოდება წლიურად 615.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა (თვის ჭრილში - 388.9 მლნ აშშ დოლარი) და 2,021.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„სპოტ გარიგებებით როგორც ვალუტის შეძენაში, ასევე ვალუტის გაყიდვაში ყველაზე დიდი წილი იურიდიულ პირებსა და შინამეურნეობებზე მოდიოდა. ოქტომბერში სავალუტო ფორვარდ3 გარიგებებით (უცხოური ვალუტით ლარის შეძენა და პირიქით განხორციელებული ტრანზაქციები) კომერციულ ბანკებსა და სხვა ეკონომიკურ აგენტებს შორის უცხოური ვალუტით ვაჭრობა წლიურად 53.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა (თვიურ ჭრილში - 31.9 მლნ აშშ დოლარი) და 75.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ფორვარდ გარიგებებით ვაჭრობის ძირითადი ნაწილი - არარეზიდენტ ბანკებსა და იურიდიულ პირებზე, ხოლო შედარებით მცირე ნაწილი შინამეურნეობებზე მოდიოდა. ფორვარდ გარიგებებით დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიერ ბანკებისგან უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვამ 55.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, - განმარტავენ სებ-ში. 

ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 627.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რეზერვებზე ზრდის მიმართულებით მთავრობის მიერ მიღებული სავალუტო ჩარიცხვები, რეზერვებზე საპროცენტო შემოსავლები და მონეტარული ოქროს გადაფასება, ხოლო შემცირების მიმართულებით სავალუტო ინტერვენციებით უცხოური ვალუტის წმინდა გაყიდვა და მთავრობის სავალუტო ხარჯები (სესხის მომსახურება) მოქმედებდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები