სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ზღვისუბანში, ახლად გახსნილ პარკში, საფეხმავლო ბილიკზე მიწის ჩამოტანაა ასახული, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ეხმაურება.
„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.
შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება“, - ნათქვამია განცხადებაში.
უახლესი
12 საათის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს17 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები1 დღის წინ
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები