სოხუმის აეროპორტის უსაფრთხოების ოფიცრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან აეროპორტის პერიმეტრის უსაფრთხოებაზე, ბელორუსის შესაბამისი სტრუქტურები გადაამზადებენ.
ამ მიზნით, აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელთა ჯგუფი მინსკში გაიგზავნება, ამის შესახებ ინფორმაციას sova აფხაზურ ტელეგრამარხზე დაურდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის აეროპორტმა რეგულარული ფრენები აღდგენა არაუგვიანეს 2025 წლის 31 მარტამდე უნდა დაიწყოს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ რუსული აეროპორტის ჰოლდინგი უარს ამბობს სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე.
იმავდროულად, მოსკოვსა და სოხუმს შორის სოხუმის აეროპორტში საქმიანობის აღდგენის შესახებ დე ფაქტო შეთანხმება გაფორმდა სანქტ-პეტერბურგში. აფხაზეთის „პარლამენტმა“ დოკუმენტის რატიფიცირება 2023 წლის 26 ივლისს მოახდინა. აეროპორტის აღდგენა 2024 წლისთვის იგეგმება.
ხელმოწერილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აეროპორტის რეკონსტრუქცია ორ ეტაპად განხორციელდება და მას კერძო ინვესტორი - რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element დააფინანსებს.
რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის ღირებულება 6,5 მილიარდი რუბლი იქნება. ეს თანხა მოხმარდება 3,6 კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკიდან 2,4 კილომეტრის განახლებას - აეროპორტს შეეძლება მიიღოს სამგზავრო თვითმფრინავები, როგორიცაა SSJ-100, MS-21 და სატვირთო ილ-76.
უკვე დათვლილია მგზავრთნაკადი - პირველ ეტაპზე 375,8 ათასი ადამიანი. სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ - წელიწადში 1 მილიონი მგზავრი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მოსკოვის თქმით, სოხუმის აეროპორტი 2024 წლის ბოლომდე ამოქმედდება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო სოხუმის აეროპორტის რუსი ინვესტორისთვის გადაცემის გეგმა.
უახლესი