დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სოფელ დიღომში 800 მოსწავლეზე გათვლილი კერძო სკოლა შენდება - ინვესტიცია მინიმუმ 8 მლნ ლარი იქნება

სოფელ დიღომში 800 მოსწავლეზე გათვლილი კერძო სკოლა შენდება - ინვესტიცია მინიმუმ 8 მლნ ლარი იქნება

26-08-2024 10:50:00

სოფელ დიღომში 800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის და თანმდევი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნული მიზნით, სახელმწიფო  თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 20327.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ყიდის, რომლის საწყისი ღირებულება 6 566 000 ლარია, ხოლო აუქციონის ჩატარება 6 სექტემბერსაა ჩანიშნული.

აუქციონი არის პირობებიანი და ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია: საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში, ასევე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარება (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ერთდროულად არანაკლებ 800 მოსწავლის სწავლებაზე გათვლილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სპორტული მოედნის/მოედნების, არანაკლებ 30 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის შექმნას და საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გამწვანებას)), შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება, ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის მზადმყოფ მდგომარეობაში მოყვანა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პროექტის განხორციელებაში კი ინვესტორმა მინიმუმ 8 მლნ ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის  გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციაც უნდა განახორციელოს.
ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების დაწყებიდან არანაკლებ 30 წლის განმავლობაში, ამავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პროფილის შენარჩუნება უნდა მოხდეს.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები