დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
SKYLOG მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს ექსპედიტორთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

SKYLOG მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს ექსპედიტორთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

09-09-2023 03:24:53

ლოგისტიკური კომპანია SKYLOG მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს ექსპედიტორთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ჰონგ-კონგში 11-14 სექტემბერს გაიმართება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ჰონგ-კონგში დაგეგმილ გლობალურ კონფერენციაზე SINO -INTERNATIONAL FREIGHT FORWARDERS CONFERENCE სატვირთო გადამზიდავი კომპანიის SKYLOG დამფუძნებელი გიორგი ზუმბაძე და კომპანიის მენეჯერები საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან, თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრებს გამართავენ.

B2B ფორმატში, ახალი მარშრუტების ათვისების მიზნით, დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოს უდიდეს ექსპედიტორებთან ჩინეთიდან, ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

კონფერენციაში მონაწილეობა საუკეთესო საშუალებაა ბიზნესის განვითარებისა და ახალი კავშირების დასამყარებლად.

ყოველწლიური კონფერენცია მსოფლიოს უდიდესი გადამზიდავთა ასოციაციების WCAworld და The China International Freight Forwarders Association (CIFA) თანაორგანიზებით გაიმართება.

SINO-ს რიგით მე-19 კონფერენცია წელს უდიდესია.

გლობალურ კონფერენციას მსოფლიოს 1500-ზე მეტი ექსპედიტორი, ლოგისტიკის მიმწოდებელი და გადაზიდვების ინდუსტრიის კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.

კონფერენცია ჰონგ-კონგში ახლახან განახლებულ Asia World Expo-ს საგამოფენო სივრცეში იმართება, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გამოფენა ტარდება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები