სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს უფროსის იოანე მენაბდეს ხელმძღვანელობით, მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობს.
მსოფლიო ურბანული ფორუმზე. რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება, დელეგატები მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნიდან, სივრცითი და ურბანული დაგეგმარების მიმართულებით არსებულ გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკებს განიხილავენ.
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა გაეროს განსახლების პროგრამის (UN-Habitat) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა. ისაუბრა ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირებაზე. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ზღვისპირა ქალაქების დაგეგმვის პროცესში კლიმატგამძლეობის კომპონენტზე და სანაპირო ზონის სივრცითი განვითარების გეგმის მომზადების მაგალითი განიხილა. დელეგატებმა აღმოსავლეთ ევროპაში მდგრადი ურბანული ტრანსფორმაციის საკითხებზეც იმსჯელეს.
მსოფლიო ურბანულ ფორუმზე, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების საკოორდინაციო შეხვედრებიც შედგა, სადაც “შუა დერეფნის” საკითხები და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო გზაზე არსებული ქალაქების ურბანული დაგეგმვის სამომავლო ხედვა განიხილეს. ასევე, იმსჯელეს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარების დაგეგმვის ერთიანი პლატფორმის შექმნისა და მასში საქართველოს, როგორც ლიდერის, პერსპექტივაზე.
პანელური დისკუსიის ფორმატში, იოანე მენაბდემ საქართველოს პირველი ეროვნული ფორუმის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარადგინა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად სივრცითი და ურბანული განვითარების ასპექტები განიხილა.
20 წლიანი ინტერვალის შემდეგ, მსოფლიო ურბანული ფორუმი წელს პირველად, ისევ აფრიკის კონტინენტზე დაბრუნდა. ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასახვა ქვეყნიდან 35 000-ზე მეტი მონაწილე ესწრება.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის