სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ფონდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებზე და ვეტერანებზე 2018 წლიდან ზრუნავს.
აღნიშნული ფონდი კომპანია „სილქნეტმა“ დააფუძნა და ყოველ წელს 300 000 ლარს რიცხავს მებრძოლების, მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად. გარდა ამისა, წლების განმავლობაში, დონაციებს ახორციელებენ ფიზიკური პირები და ბიზნეს სექტორი. ფონდი მთავრობასთან თანამშრომლობით აფინანსებს ძვირადღირებულ ოპერაციებს, სამედიცინო მომსახურებას, პროთეზირებას და სხვა საჭიროებებს.
მიმდინარე წელს ფონდმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით 200 000 ლარამდე ერთობლივი თანადაფინანსება გასწია დაჭრილ სამხედრო პირთა მკურნალობისთვის. დაარსებიდან დღემდე, ფონდმა 2.5 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება შეძლო - სილქნეტის, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიისა და კერძო პირთა შემოწირულებებით.
2024 წელს იანვარ-აპრილის განმავლობაში ფონდი დაეხმარა 28 დაჭრილ ვეტერანსა და სამხედრო მოსამსახურეს, ასევე, მათ მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილებს, რაზეც 170 620 ლარი გაიხარჯა შემდეგ საჭიროებებზე:
ზემოთ აღნიშნული საჭიროებების დაფინანსებების გარდა, ფონდი, დაარსებიდან, აქტიურად მოიძიებს კონტაქტებს მსგავს ორგანიზაციებთან დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. ერთ-ერთი ასეთი თანამშრომლობის მაგალითია „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მიერ მსოფლიოში ცნობილ ბრიტანული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-თან პარტნიორობა. ამ ფონდისგან მიღებული გრანტით და საკუთარი თანადაფინანსებით ქართულმა ფონდმა 10 მჯდომარე კალათბურთის ეტლი შეიძინა საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა გუნდისათვის, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ “ძლიერთა თამაშებში”.
„ფონდი, ასევე, დიდ ყურადღებას უთმობს ვეტერანთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საკითხებზე მუშაობას. გასული წლის ბოლოს “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” მონაწილეობა მიიღო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის საპილოტე ვერსიის თანადაფინანსებაში. ამ პროექტის ფარგლებში თორმეტმა ვეტერანმა გაიარა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი. ამჟამად, მიმდინარეობს საპილოტე პროექტის შედეგების შესწავლა, რათა სამომავლოდ განხილული იქნას სრულფასოვანი სარეაბილიტაციო პროგრამების ჩატარება ვეტერანთათვის, რაშიც ფონდი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.
ფონდის მიერ უცხოურ სარეაბილიტაციო ცენტრებთან მუშაობას საფუძველი ჯერ კიდევ 2019 წელს ჩაეყარა, როდესაც “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” დაფინანსებით აშშ-ში ორი ქართველი ვეტერანი გაემგზავრა. მათ ამერიკელ ვეტერანებთან ერთად გაატარეს გარკვეული პერიოდი, ამერიკულ ვეტერანთა სარეაბილიტაციო ცენტრ Boulder Crest Retreat-ში. მათი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები მნიშვნელოვანი იყო საქართველოში მსგავსი პროგრამების დასანერგად. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ აგრძელებს ამ მხრივ აქტიური კონტაქტების მოძიებას, რათა საქართველოდან კიდევ შეძლონ ქართველმა ვეტერანებმა გამგზავრება უცხოეთის სარეაბილიტაციო ცენტრებში. მათ მიერ შეძენილი გამოცდილება და შთაბეჭდილებები, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ვეტერანთა ფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო პროგრამის შემუშავებაში. ამჟამად, ფონდი აგრძელებს ამ კუთხით მუშაობას და ახლო მომავალში შესაძლებელი გახდება კიდევ სხვა სარეაბილიტაციო ცენტრთან თანამშრომლობა“, - აღნიშნულის სილქნეტის მიერ გამოქვეყნებულ ფონდის ანგარიშში.
კომპანია სილქნეტს ფონდისთვის გამოყოფილი აქვს საქველმოქმედო ნომერი - 0 901 777 771. თითო ზარიდან შემოსული ერთი ლარი სრულად ირიცხება ფონდის ანგარიშზე. ნებისმიერი მსურველი შეძლებს დონაციის განხორციელებას საბანკო ანგარიშებზეც.
უახლესი