დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Silknet-ის ახალი სიმბარათის შეძენა „სმარტის“ შემდეგ „ევროპროდუქტის“ მაღაზიებშიც გახდა შესაძლებელი

Silknet-ის ახალი სიმბარათის შეძენა „სმარტის“ შემდეგ „ევროპროდუქტის“ მაღაზიებშიც გახდა შესაძლებელი

28-05-2024 12:41:00

Silknet-ის  ახალი სიმბარათის შეძენა „სმარტის“ შემდეგ „ევროპროდუქტის“ მაღაზიებშიც გახდა შესაძლებელი. როგორც Business Insider Georgia-ს Silknet-ში განუცხადეს, Silknet-მა ქსელში ჩართვა გაამარტივა და საქართველოს მასშტაბით, ახალი ნომრის შეძენას სპეციალური პირობით, ქსელურ სუპერმარკეტში შეძლებს მსურველი. SIM ბარათების სტენდები განთავსებულია „ევროპროდუქტის“ და „სმარტის“ ქსელში.
ნომერთან ერთად შესაძლებელია  3 განსხვავებული პაკეტიდან ერთ-ერთი, დისტანციურად გაიაქტიუროს მომხმარებელმა.  


ერთკვირიანი პაკეტი: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო SMS, 30 წუთიანი სასაუბრო დრო - 15₾
ერთთვიანი პაკეტი: 1GB ინტერნეტი, ულიმიტო SMS, ულიმიტო სასაუბრო  - 15₾
ერთთვიანი პაკეტი: 300MB ინტერნეტი, 1000 SMS, 150 წუთი სასაუბრო დრო  - 5₾

 

სმარტი : http://smart.ge/ka

ევროპროდუქტი : https://europroduct.ge/shop

პაკეტის ჩასართავად საჭიროა მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვებ გვერდზე www.silknet.com/yoursim აქტივაციისას, აბონენტს მითითებულ ელ.ფოსტაზე ეგზავნება ორდერი და სააბონენტო ხელშეკრულება. პირობებზე დათანხმებისთანავე, მომხმარებელი მიიღებს ქსელში ჩართვის შეტყობინებას.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები