დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სიგარეტსა და „აიქოსზე“ აქციზი იზრდება

სიგარეტსა და „აიქოსზე“ აქციზი იზრდება

09-12-2024 20:49:00

სიგარეტსა და „აიქოსზე“ აქციზი იზრდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, სიგარეტის აქციზი გაიზრდება 20 თეთრით, ხოლო „აიქოსის“ შემთხვევაში 15 თეთრით.

„მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება „საგადასახადო კოდექსში“ შევიდეს ცვლილება სიგარეტისა და „აიქოსის“ შემთხვევაში გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც ,,აიქოსის" შემთხვევაში იქნება 15 თეთრის, ხოლო სიგარეტის შემთხვევაში 20 თეთრის ოდენობით", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები