მმართველმა პარტიამ საგადასახადო კოდექსში შესატანი მორიგი ცვლილებები დააანონსა, რომლის მიხედვითაც სიგარეტის აქციზი 20 თეთრით, ხოლო სათამაშო ბიზნესის მოგების გადასახადი 5%-ით იზრდება.
ფინანსთა მინისტრმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებით ბიუჯეტში დამატებით 200 მლნ ლარი შევა, რომელიც 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში გაწერილია.
„სიგარეტის აქციზი იზრდება 20 თეთრით. სათამაშო ბიზნესთან მიმართებითაც ხდება იგივე მექანიზმის შემოღება, რაც არის საბანკო სექტორთან მიმართებითაც. კერძოდ, 5%-ით იზრდება მოგების გადასახადის განაკვეთი, თუმცა ამავე 5%-ით მცირდება განაკვეთი დივიდენდის გადასახადის. რაც ჯამში, პროცენტულ გამოხატულებაში ცვლილება არ არის, თუმცა ფისკალურ ეფექტში მნიშვნელოვანი ცვლილებაა ბიუჯეტის მიმართულებით.
დაახლოებით ორივე პროექტთან მიმართებოთ ეს არის ჯამურად 200 მლნ ლარი. რაც უკვე ასახულია წარმოდგენილ ბიუჯეტში“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
იგივე თემაზე:
უახლესი
6 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა