შუა დერეფნის ქვეყნების საბაჟო ორგანოებისთვის „ერთი სატრანზიტო პორტალი“ www.mc-transit.net-ი შეიქმნა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სტატისტიკის მთავარი დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რაუფ გულიევმა ბაქოში გამართულ მრავალმხრივ შეხვედრაზე განაცხადა.
გულიევის თქმით, სატრანზიტო ოპერაციების დროს პორტალზე მითითებული მონაცემები დერეფნის ყველა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამჟამად პორტალზე მუშაობა მიმდინარეობს და მალე ამოქმედდება.
უახლესი