2023 წლის 7 თვის განმავლობაში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ყაზახეთის გავლით 86%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1,6 მილიონი ტონა შეადგინა
ყაზახეთის რკინიგზის პრესსამსახურის (ყაზახეთი ტემირ ჟოლი) ინფორმაციით, ყაზახეთიდან ექსპორტმა 1,2 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2,5-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
შეგახსენებთ, რომ შუა დერეფანი აკავშირებს ჩინეთისა და ევროკავშირის ქვეყნების საკონტეინერო სარკინიგზო სატვირთო ქსელებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით.
მრავალმხრივი მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა აკავშირებს კასპიისა და შავი ზღვების საბორნე ტერმინალებს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და პოლონეთის სარკინიგზო სისტემებთან.
შუა დერეფანი ხელს უწყობს ტვირთების გადაზიდვის ზრდას ჩინეთიდან თურქეთამდე, ასევე ევროპის ქვეყნებში და საპირისპირო მიმართულებით.
ამ დერეფნის გასწვრივ გამავალი ბლოკის მატარებელი საქონელს ჩინეთიდან ევროპაში აწვდის საშუალოდ 20-25 დღეში და ეს არის ამ სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა.
უახლესი