2024 წლის იანვარში, შუა დერეფნის გასწვრივ, რომლის ნაწილი საქართველოცაა, ჩინეთიდან აზერბაიჯანში სატრანზიტო ტვირთების ტრანსპორტირების მოცულობამ 615 ათასი ტონა შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის (AZD) განცხადებაშია ნათქვამი. .
„ამ წლის იანვარში ჩინეთის პროვინციიდან Xi’an-დან აზერბაიჯანში გაიგზავნა 10 საკონტეინერო ბლოკის მატარებელ - აქედან 3 სატრანზიტო ტვირთით, ხოლო 7 იმპორტირებული ტვირთით.
იანვარში 615 ათასი ტონა სატრანზიტო ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა (2023 წლის იანვრის მაჩვენებლის + 11,6% - IF), რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 10 წლის განმავლობაში“, - აღნიშნავს AZD.
კომპანიის მონაცემებით, იანვარში ჩინეთიდან აზერბაიჯანში ტრანზიტით გაგზავნილი ერთ-ერთი ბლოკ-მატარებელი საქართველოს პორტებს ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან გასვლიდან 10 დღეში მიაღწია.
„სატრანზიტო ტვირთი, რომელიც ძირითადად ტექნიკური აღჭურვილობისგან შედგებოდა, პირდაპირ გადმოიტვირთა გემებიდან, ჩაიტვირთა AZD-ის მატარებლებზე და გაიგზავნა საქართველოში შავი ზღვის საპორტო ქალაქ ფოთში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
იმპორტირებული საქონლის მულტიმოდალური მიწოდების ვადა ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან გასვლის შემდეგ იყო 8 დღე. ტვირთი გემებიდან პირდაპირ AZD-ის ბლოკის მატარებლებზე დაიტვირთა და დანიშნულების ადგილამდე მიიტანეს.
„ამჟამად ჩინეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით კიდევ 6 საკონტეინერო ბლოკის მატარებელი მოძრაობს, საიდანაც 4 იმპორტირებული ტვირთია, 2 კი ტრანზიტული. საიმპორტო ტვირთის მიწოდება დანიშნულების ადგილებზე იგეგმება იმავე გზით, ანუ 8 დღის განმავლობაში, ხოლო ტრანზიტული ტვირთის - 10 დღის განმავლობაში“, - აცხადებენ „აზერბაიჯანის რკინიგზაში“.
უახლესი