დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შუა დერეფნის განვითარება ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე - PMCG

შუა დერეფნის განვითარება ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე - PMCG

11-04-2024 19:00:00

PMCG კვლევითმა ცენტრმა 2024 წლის I კვარტალის საქართველოს ეკონომიკური კლიმატის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ეკონომისტებმა შეაფასეს რა იქნება  შუა დერეფნის განვითარებით გამოწვეული პოტენციური დადებითი ეფექტები, რასაც გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე. 

გამოკითხულ ეკონომისტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ შუა დერეფნის განვითარება ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე დამხმარე ინდუსტრიების განვითარების, რუსეთთან და ჩინეთთან ვაჭრობაზე დამოკიდებულების შემცირებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების გზით.

შეგახსენებთ, რომ შუა დერეფანი აკავშირებს ჩინეთისა და ევროკავშირის ქვეყნების საკონტეინერო სარკინიგზო სატვირთო ქსელებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით.

მრავალმხრივი მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა აკავშირებს კასპიისა და შავი ზღვების საბორნე ტერმინალებს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და პოლონეთის სარკინიგზო სისტემებთან.

შუა დერეფანი ხელს უწყობს ტვირთების გადაზიდვის ზრდას ჩინეთიდან თურქეთამდე, ასევე ევროპის ქვეყნებში და საპირისპირო მიმართულებით.

ამ დერეფნის გასწვრივ გამავალი ბლოკის მატარებელი საქონელს ჩინეთიდან ევროპაში აწვდის საშუალოდ 20-25 დღეში და ეს არის ამ სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები