დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შუა დერეფანში ტვირთების გატარების საერთო სატარიფო პოლიტიკა უნდა გვქონდეს - ილჰამ ალიევი

შუა დერეფანში ტვირთების გატარების საერთო სატარიფო პოლიტიკა უნდა გვქონდეს - ილჰამ ალიევი

07-04-2023 16:48:21

შუა დერეფანში ტვირთების გატარების საერთო სატარიფო პოლიტიკა უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და მოცულობა გაიზრდება და ჩვენ ამ მიმართულებით დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ. როგორც გასულ, ასევე მიმდინარე წელს, რამდენჯერმე ვიზიტი განვახრციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებს და მალე კვლავ მივემგზავრები.„შუა დერეფნით“ ახალი ტვირთი გატარდება, შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა დაინერგოს იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა საერთო იყოს. ჩვენ ერთიანი ხედვა უნდა გვქონდეს და ამავდროულად, მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები. დღეს ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრეთ და მომავალში საუბარს გავაგრძელებთ. ეს არის ძირითადი ასპექტები ჩვენი თანამშრომლობის, მაგრამ ჩვენი კავშირები უფრი ფართოა და მოიცავს  თავდაცვას, განათლებას, კულტურას, ტურიზმს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობის გააქტიურებას", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანში დღეს გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები