2024 წლის 7 თვეში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TMTM, შუა დერეფანი) გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ 2,5 მილიონი ტონა შეადგინა.
ამის შესახებ Report-ი ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
იანვარ-ივლისის განმავლობაში შუა დერეფნის გავლით ტვირთის გადაზიდვის მაჩვენებელი 62%-ით გაიზარდა და 2,5 მილიონი ტონა (2023 წლის ანალოგიური პერიოდისთვის 1,6 მილიონი ტონა) შეადგინა.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს პროგნოზით შუა დერეფანში ტვირთების ტრანსპორტირების მაჩვენებელი 2024 წელს 4,2 მილიონ ტონამდე იქნება.
2023 წელს შუა დერეფანში ტვირთების მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და 2,7 მილიონი ტონა შეადგინა (2022 წელი - 1,7 მილიონი ტონა).
ТМТМ - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "შუა დერეფანი", არის საერთაშორისო სატრანსპორტო მიმართულება, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებს. დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.
უახლესი